ლეგენდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი უძველესი ცირკი, რომელიც ყოველთვის სითბოთი და მხიარულებით იყო სავსე და ცირკის რეზიდენტები მრავალი წლის მანძილზე ღიმილს გვრიდნენ სახეზე სტუმრებს. თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და ბოლო, და ერთხელაც, მოხდა ისეთი რამ, რასაც არავინ ელოდა - უეცრად ბედნიერების კაშკაშა შუქურა ჩაქრა და დაისადგურა წყვდიადმა. სამყარო, რომელიც ერთ დროს ნათელი და ბედნიერი იყო, ჩაქრა. ხალხის ღიმილი სახეზე შეიცვალა ყოველდღიური ცხოვრების ტვირთით გამოწვეული უემოციობით. ცირკის ყველაზე უხუცესმა წევრებმაც კი დაკარგეს იმედი, რომ შეძლებდნენ მხიარულების დაბრუნებას და ნელ-ნელა შეეგუენ იმ ფაქტს, რომ სამყარო განწირული იყო მარადიული სევდისთვის. მაგრამ ცირკს ყავდა 4 ახალგაზრდა წევრი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საყოველთაო დოგმას და არ აპირებდნენ მომხდართან შეგუებას. სპილო - ბედნიერ ვარსკვალვზე დაბადებული, მუდამ ბედნიერი იყო, მუდამ იღიმოდა და პოზიტივს აფრქვევდა; დათვი-ცირკის სული და გული, ის ყოველთვის თავის მეგობრების გვერდში იდგა; ვეფხვი - გუნდის ყველაზე ბრძენი წევრი, რომლის ოჯახმაც გართობისა და დროს ტარების კულტურის დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა, იგი ასევე ჯადოქრობითაც იყო დაკავებული. მას ყავდა შვილი, რომელიც მიყვებოდა მამამისის კვალს და მზად იყო გამხდარიყო ნამდვილი ჯადოქარი, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ ისიც აიძულა რომ დანარჩენებს დახმარებოდა მოცემულ მისიაში. და აი ეს 4 მეგობარი შეუდგნენ საქმეს, ისინი უარს ამბობდნენ ცირკის დახურვაზე და ყოველდღე მართავდნენ წარმოდგენებს, თუმცა უშედეგოდ, არავინ მოდიოდა, არავინ ინტერესდებოდა. ისინიც გრძნობდნენ უკვე იმედგაცრუებას, მაგრამ ცდილობდნენ რომ ერთანეთისთვის არ დაენახებინათ. გავიდა დრო, წარმოდგენები გრძელდებოდა, მაგრამ წინსვლა არ იყო, და დადგა ის დღეც, როდესაც გადაწყვიტეს რომ გაგრძელებას აზრი არ ქონდა და ცირკის დახურვის დროც მოვიდა. ჩვენი გმირები უკანსკნელად დაემშვიდობნენ მშობლიურ სცენას და ცირკი დატოვეს. გარეთ მძიმედ თოვდა, შორს მოხუცი კაცის სილუეტი მოჩანდა, რომელიც მათ უახლოვდებოდა ნელი ნაბიჯებით. მოხუც კაცს გრძელი თეთრი წვერი ქონდა, მხარზე მაიმუნი ეჯდა, ხელში კი ქაღალდის ნაგლეჯი ეჭირა. იგი ვეფხვს მიუახლოვდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ფურცელი მიაწოდა და ზამთრის ბურუსში გაუჩინარდა. ქაღალდის ნაგლეჯი რუკა აღმოჩნდა, რომელიც ახალ სამყაროზე მიუთითებდა, სამყაროზე, რომელიც მათი ყოფილი სახლივით ბედნიერი და მხიარული იყო. ჩვენმა გმირებმა არ იცოდნენ დაეჯერებინათ თუ არა მოხუცი კაცისთვის, მაგრამ დასაკარგი არაფერი ქონდათ, ახალი ბედნიერი სამყაროს აღმოჩენის სულ მცირედი შანსიც კი მათში იმედის ახალ ნაპერწკალს აღვივებდა. ასე რომ, ისინი გაუდგნენ გზას, იცოდნენ რომ გზაში ბევრი დაბრკოლება შეხვდებოდათ, და დარწმუნებულებიც არ იყვნენ ადგილზე მისულებს რა დახვდებოდათ, მაგრამ მათთვის მთავარი იყო რომ ერთად იყვნენ, და მიყვებოდნენ მათთვის ჭეშმარიტებისა და ბედნიერების გზას. ჩვენმა გმირებმა ჯერ არ იციან, რომ ისთ ფოინთში აღმოჩნდებიან, კერძოდ კი ფოკუს მოკუსში, აქ კი ჩვენ ყველა ერთად დავხვდებით, ერთად ავანთებთ ბედნიერების შუქურას, და მშობლიური ცირკიდან ძალიან შორს, მათ თავს მშობლიურ სახლში ვაგრძნობინებთ!