1 ივნისი ისთ ფოინთის საოცრებათა ქალაქში

20 მაისი, 2019

1 ივნისს ისთ ფოინთის საოცრებათა ქალაქში გეპატიჟებით, გვეწვიეთ და იმოგზაურეთ ზუსტად ისეთ ზღაპრულ სამყაროში როგორშიც ალისამ იმოგზაურა.

მოემზადეთ! 1 ივნისს, 3 საათიდან, მთელ ისთ ფოინთის ტერიტორიაზე ერთი საოცრებათა სამეფოდან მეორეში აღმოჩნდებით;

I სამეფო - შეეჯიბრეთ წითელ სამეფოს დედოფალს ფლამინგოს კრიკეტში, ასევე იმოგზაურეთ კარტების ლაბირინთში და შეხვდით გაცოცხლებულ კარტებს.

II სამეფო - ეწვიეთ მექუდეს „ჩაის მაგიდასთან“ სადაც საცირკო და ქიმიური წარმოდგენები გელოდებათ.

III სამეფო - თეთრ სამეფოში, გიგანტური ჭადრაკის დაფაზე, სამეფოს დედოფლის, კარტების და ჭადრაკის ფიგურებს შორის მუსიკალური დუელი დაგხვდებათ.

IV სამეფო - ამ სამეფოში ალისას გიგანტურ ალისად გარდასახვას და ზღაპრულ სანახაობრივ წარმოდგენას აღმოაჩენთ.

V სამეფო - ფოკუს მოკუსის საოცრებათა ქალაქში, ალისასა და ბაჭიას სასცენო წარმოდგენები, ბუშტების ფეიერვერკი და ინტრაქციული თამაშები და უამრავი საჩუქრები გელოდებათ!

მოკლედ ალბათ უკვე მიხვდით რა საოცარი 1 ივნისი გელით ისთ ფოინთში! გვეწვიეთ 3 საათიდან და იმოგზაურეთ საოცრებათა ქალაქში!

ღონისძიების პროგრამა:

ისთ ფოინთი: 15:00 17:00 19:00
• საკარნავალო მსვლელობა
• წითელი სამეფოს თეატრალური წარმოდგენა
• ჯადოსნური კარტების წარმოდგენა
• კრიკეტის თამაში წითელ დედოფალთან
• მექუდის საცირკო და ქიმიური წარმოდგენა
• თეთრი სამეფოს მუსიკალური წარმოდგენა ჭადრაკის დაფაზე
• ალისას გარდასახვა

ფოკუს მოკუსი: 15:30 17:30 19:30
• ალისასა და ბაჭიას სასცენო წარმოდგენები
• ბუშტების ფეიერვერკი
• ინტრაქციული თამაშები
• მექუდის ქიმიური სანახაობა
• ვარდების გაფერადება
• იდუმალი ილუზიონისტის შოუ
• ფლამენგო - კრიკეტის თამაში
• საპნის ბუშტების შოუ -19:20
• საჩუქრები