Bobo's Birthday Party at Focus Mokus

20 მარტი, 2019

30 მარტს, ბობო 9 წლის ხდება და გრანდიოზულ დაბადების დღეზე ყველას გეპატიჟებათ, და თუ შენც იუბილარი ხარ, ფოკუს მოკუსისგან განსაკუთრებული საჩუქარი გელოდება!

დაბადების დღეზე ბობოს საყვარელი ჯამბაზი, ზღაპრის გმირები და რობოტი „მაქსიმუსი“ დავპატიჟეთ, რომელმაც თურმე ქართული კარგად იცის და ბავშვებთან ცეკვა ძალიან უყვარს.

თან ბობო ხომ ძალიან კეთილია, ამიტომ ბევრი საჩუქარი მოგიმზადათ:

  • ფოკუს მოკუსის ბარათზე დარიცხული თანხის +50%-ს საჩუქრად.
  • ყველა იუბილარს 20₾ ფოკუს მოკუსის სასაჩუქრე ბარათი.
  • ასევე უფასო სახეზე მოხატვა და სხვა ბევრი საჩუქარი.

 

დაბადების დღის პროგრამა:

  • განსაკუთრებული სტუმარი, გრანდიოზული რობოტი „მაქსიმუსი“
  • სტუმრად ჯამბაზები, ურჩხული და მზეთუნახავი, ტროლები, მეკობრე ჯეკი და აშ.
  • ჯამბაზის და ბავშვების ცეკვა
  • რობოტი „მაქსიმუსის“ საფინალო ცეკვა
  • ქიმიური შოუ, სადაც ბობო მის საყვარელ ლიმონათს მოამზადებს და ყველას გაუმასპინძლდება
  • ბობოს საყვარელი თამაში: გრანდიოზული ბურთი ჰაერში
  • ყველასთვის საყვარელი საპნის ბუშტების შოუ

30 მარტს, 5 საათზე ყველას გელოდებით ბობოს გრანდიოზულ დაბადების დღეზე!

ღონისძიების გენერალური სპონსორია წყალი ბაკურიანი - Bakuriani Water

დასწრება თავისუფალია!