1 ივნისი კანფეტების ფესტივალი ისთ ფოინთში

01 ივნისი, 2018

1 ივნისს 4 საათიდან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ყველაზე მხიარულ, ფერად და ტკბილ Candy Festival-ს ისთ ფოინთსა და ფოკუს მოკუსში, სადაც უამრავი საჩუქარი, კანფეტების წვიმა, გრანდიოზული პინიატას გახსნა და კოსტიუმირებული წარმოდგენები გელოდებათ.

7 საათზე საბავშვო სტუდია „ბზიკების“ შოუ-კონცერტი გაიმართება.

პარალელურად ფოკუს მოკუსის სცენაზე მხიარული წარმოდგენები და ინტერაქციული თამაშები გელით, ჩაერთეთ და მოიგეთ ფოკუს მუკუსის 100 ლარიანი ვაუჩერები და სხვადასხვა პრიზები და რაც მთავარია, მხოლოდ ამ დღეს მიიღეთ ფოკუს მოკუსში დარიცხული თანხის 50% საჩუქრად.

1 ივნისს გაატარეთ ყველაზე ტკბილი დღე ისთ ფოინთში 

დასწრება თავისუფალია!