მულტფილმების საერთაშორისო დღე ფოკუს მოკუსში

06 აპრილი, 2017

6 აპრილს მულტფილმების საერთაშორისო დღეა და მის აღსანიშნავად დიდი მხიარულებაა ფოკუს მოკუსში!

ალბათ ყველა პატარას აინტერესებს თუ როგორ იქმნება მულტფილმი, საიდან ჩნდებიან საყვარელი გმირები და როგორ შეიძლება ნახატის გაცოცხლება. სწორედ ამიტომ, სპეციალურად ამ დღისთვის მოვიწვიეთ პროფესიონალი მულტიპლიკატორები, რომლებიც ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ და ფოკუს მოკუსის სცენიდან ასწავლიან თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები. მულტფილმების შექმნაში ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მონაწილეობის მიღება. 

რაც მთავარია, მხოლოდ ამ დღეს ფოკუს მოკუსის ნებისმიერი პაკეტის შეძენისას მიიღეთ10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი!