პრინცესების და სუპერგმირების დღე ფოკუს მოკუსში

02 მაისი, 2019

11 მაისს, 5 საათზე ფოკუს მოკუსის ჯადოსნურ სამყაროში პრინცესების და სუპერგმირების დღეს აღვნიშნავთ წყალი ბაკურიანი - Bakuriani Water-თან ერთად, სადაც საინტერესო წარმოდგენები გელოდებათ.

ჩვენთან მოსულ პატარა სტუმრებს ერთი მნიშვნელოვანი დავალება აქვთ, ჯადოქარი რომელიც წვეულებაზე არ დავპატიჟეთ, გაბრაზებულია და ბავშვებისთვის განკუთვნილ, საჩუქრების ხურჯინს დაეპატრონა.

მზად ხართ ჯადოქარს გული მოვულბოთ და დავიბრუნოთ საჩუქრები? მაშინ მოდი 11 მაისს ფოკუს მოუსში.

 ღონისძიებაზე გიმასპინძლებენ:

  • წამყვანები ბაკური და ანი
  • ილუზიონისტი
  • ჯადოქარი
  • ჟონგლიორი
  • ჯამბაზის შოუ

ღონისძიებაზე ასევე გელოდებათ ყველასთვის საყვარელი საპნის ბუშტების შოუ, უფასო სახეზე მოხატვა და ბუშტების ფიგურების მასტერკლასები.

გელოდებით 5 საათზე. დასწრება თავისუფალია!