ფოკუს მოკუსი 3 წლისაა

18 დეკემბერი, 2018

ფოკუს მოკუსი უკვე 3 წლისაა და რადგანაც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, უამრავი სანტა და ელფი დავპატიჟეთ ჩვენს ჯადოსნურ სახელოსნოში! 

22-23 დეკემბერს გელოდებით ყველას ჩვენს დაბადების დღეზე, სადაც, ქიმიური შოუ, ბუშტების წარმოდგენა და ჯადოსნური სანახაობა დაგხვდებათ! 

ასევე, ისარგებლეთ ფუკუს მოკუსის საახალწლო პაკეტით: 3 საათის განმავლობაში გაერთეთ ნებისმიერ ატრაქციონზე თითოჯერ, 30 ლარად! 

ღონისძიების პროგრამა:

  • საპნის ბუშტების წარმოდგენა
  • ქიმიური შოუ
  • შეჯიბრი ელფების სახელოსნოში
  • თამაში "ელფების ფაზლი"
  • რუდოლფის ფრენა
  • თამაში „ლაპლანდიური გამოცნობანა“
  • თამაში „გუნდაობა“
  • ლაპლანდიური ცეკვა და სხვა 


    მოუთმენლად გელოდებით თქვენს ოჯახთან ერთად, წარმოდგენები გაიმართება 16:00 და 18:00 საათზე.
    დასწრება თავისუფალია.